დიკ ადვოკაატმა კურასაოს მწვრთნელის პოსტი დატოვა
დიკ ადვოკაატმა კურასაოს მთავარი მწვრთნელის პოსტი, ქალიშვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. 78 წლის ვეტერანმა ნიდერლანდელმა პატარა კუნძულოვანი ერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ახლა ისინი მის გარეშე ითამაშებენ.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას, ამიტომ ეს ბუნებრივი გადაწყვეტილებაა. ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ კურასაო, იქაური ხალხი და ჩემი კოლეგები ძალიან მომენატრება.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ჩემი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მივიჩნევ. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, პერსონალით და საბჭოს წევრებით, რომლებსაც ჩვენი სჯეროდათ. - განაცხადა დიკ ადვოკაატმა
ასევე ნიდერლანდელი სპეციალისტი, ფრედ რუტენი ადვოკაატის შემცვლელად დაინიშნა. რუტენმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა ტვენტეში გაატარა, თუმცა ის გამოცდილი მწვრთნელია. ის ხელმძღვანელობდა ტვენტეს, შალკეს, პსვ-ს, ვიტესს, ფეიენოორდს და ანდერლეხტს.
რუტენი მემკვიდრეობით მიიღებს გუნდს, რომელმაც საოცარი მიღწევა დააფიქსირა, როგორც ყველაზე პატარა ქვეყანამ, რომელიც ოდესმე მუნდიალზე ითამაშებს. კურასაოს მოსახლეობა მხოლოდ 156 115 ადამიანია.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Dick Advocaat has stepped down from his role as Curaçao head coach with immediate effect.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) February 23, 2026
He will not be leading the national team at the World Cup due to family reasons. 🇨🇼❤️🩹
(Source: @FabrizioRomano) pic.twitter.com/3GiaRVR6ET