მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, იტალიელი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უახლოეს პერიოდში "ვერონას" თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე შეუერთდება.
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად უმატებს და სერია A-ში სტატისტიკას ყოველ სეზონში აუმჯობესებს. სიმეონემ 2021/22 წლების სეზონში 37 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ჯოვანი სიმეონე ნეაპოლელებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება, მატეო პოლიტანოს წასვლის პარალელურად.
https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/kvaratskhelias-gundma-pszh-s-qhophili-mekare-daimata/
2022/23 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს პირველ ტურში, 15 აგვისტოს გამართავს და “ვერონას” სტუმრად დაუპირისპირდება.