Belive

ნაპოლის კაპიტანი: "კვარაცხელიას დიდებული ნიჭი აქვს, მან შესანიშნავად დაიწყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური "ნაპოლის" კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიას შესანიშნავი თვისებები აქვს. მან შესანიშნავად დაიწყო და ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.

მაქ როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლები აქვს, თუმცა ძალიან ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს. მთლიანობაში, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან კარგი შევსება მივიღეთ და ნიჭიერი ახალგაზრდები დავიმატეთ", - თქვა 29 წლის მარჯვენა მცველმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს საწყის 5 ტურში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც 21 წლის ქართველი იტალიური საფეხბურთო ელიტის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას ქართველი ამომავალი ვარსკვლავის გუნდი 7 სექტემბერს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, საშინაო კედლებში, "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები