რივალდო: "რეალმა მბაპე იყიდა, ბარსელონას ნიკო სურს - ესაა სხვაობა ამ ორ გუნდს შორის"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 52 წლის ბრაზილიელმა - რივალდომ, "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა და მისი გულისტკივილი გამოხატა.
მან აღნიშნა, რომ კლუბს სატრანსფერო პოლიტიკაში პრობლემა აქვს, რადგან "რეალს" შეუძლია, რომ კილიან მბაპეთი გაძლიერდეს, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე კი ნიკო უილიამსია, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის აზრით, ვერ არის ისეთი დიდი დანამატი, როგორიც კილიან მბაპე და სწორედ ამის გამო, "რეალი" უფრო წინ არის დღევანდელ ფეხბურთში, ვიდრე კატალონიური გრანდი.
"ბარსელონასადმი დიდი სიყვარული მაკავშირებს და დღემდე ძალიან მიყვარს, მაგრამ მადრიდის რეალი დღეს ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე ბარსელონა.
მათ სატრანსფერო ფანჯარაზე დღევანდელი ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე - კილიან მბაპე დაიმატეს, ბარსელონა კი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობს. მე არაფერს ვერჩი ნიკოს, ის ნამდვილად დიდი ტალანტია და უდიდესი ფეხბურთის თამაში შეუძლია, თუმცა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბარსელონამ რეალზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს.
უილიამსის ტრანსფერით ისინი მბაპეს რეალს ვერ დაამარცხებენ..." - რივალდო
რივალდო ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევია, რომელსაც კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ გუნდში უთამაშია, თუმცა თავი ყველაზე გამორჩეულად "ბარსელონადან" დაგვამახსოვრა.
მას ბრაზილიის ნაკრებში 74 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 35-ჯერ შეძლო გოლის გატანა. მან 1999 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.