Belive

ბარსელონა კამპ ნოუზე ბრუნდება | პირველი მატჩის თარიღი ოფიციალურად დადასტურდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე თვის წინ, ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად გვამცნო, რომ ბარსელონა კამპ ნოუზე 10 აგვისტოს დაბრუნდებოდა. რეკონსტრუქციის შემდეგ, რაც თითქმის 2 წელი გრძელდება, გამპერის თასის შეხვედრა (ბარსელონა/კომო) სწორედ ამ ლეგენდარულ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვითარება თვიდან-თვემდე იცვლებოდა და დღევანდელ დღემდე, კამპ ნოუზე დაბრუნების თარიღი უცნობი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი, UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბარსელონას კამპ ნოუზე თამაშის საშუალება ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ, 21 ოქტომბერს მიეცემა.

უკვე ცნობილია, რომ 100 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი სრულად არ დაიტვირთება და მატჩს მხოლოდ 45 000 მაყურებელი დაესწრება.

ბარსელონას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა UEFA-ს საიტი ადასტურებს, რომ მატჩი განახლებულ კამპ ნოუზე გაიმართება.

სხვა სტატიები