Belive

დიეგო მარადონას მავზოლეუმში გადაასვენებენ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ქალაქ სან ისიდროს სასამართლომ დააკმაყოფილა დიეგო მარადონას ქალიშვილების თხოვნა, რომლის მიხედვითაც არგენტინელების კერპის სხეული მავზოლეუმში უნდა გადაასვენონ. სასამართლო ჯერ კიდევ იძიებს დიეგოს სიკვდილის გარემოებებს და ცნობილია, რომ ბრალდებული 8 ექიმიდან 7 გასამართლდება.

იმავე სასამართლომ ცხედრის გადაცემაზე უარი მიმდინარე წლის მაისში თქვა, რადგან ბრალდებულების 3 ადვოკატი ცხედრის ახალ საექსპერტო გამოკვლევებს ითხოვდა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ მხოლოდ ზეპირი მოსმენა ჩანიშნა 2025 წლის 11 მარტისთვის, მარადონას ოჯახს კი მოთხოვნაზე თანხმობა განუცხადეს.

არგენტინელი ლეგენდის ნეშტს ბუენოს აირესის ცენტრში მშენებარე მავზოლეუმში გადაასვენებენ - ნაგებობის სახელწოდება „მემორიალ 10“-ია, ის სწორედ ამ მიზნით შენდება. სხეულს ბელა ვისტას კერძო დახურული სასაფლაოდან გადაასვენებენ.

დიეგო მარადონა 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის გარდაცვლილი საკუთარ ოთახში, თავის ტვინის ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.