Belive

მათეუსი: ,,მე და მარადონა რონალდუსა და მესის ვგავდით, თუმცა ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ურთიერთობა მისსა და დიეგო მარადონას ურთიერთობას შეადარა:

,,მარადონა ჩემი დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩვენ რონალდუსა და მესის ვგავდით, თუმცა ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და თამაშის შემდეგ წვეულებაზე ერთად არ დადიან. მე და დიეგოს პირადი ურთიერთობა გვქონდა, მატჩების შემდეგ წვეულებებზე სიარულით...

თამაშის დროს არაერთხელ გვიკამათია, მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ, ვფიქრობ, ერთმანეთს გამოვადექით. საბოლოოდ, დიეგომ უკეთეს მოთამაშედ მაქცია, მე კი ის ვაქციე უკეთესად.'' - ლოთარ მათეუსი

მარადონასა და მათეუსს ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ აქვთ ნათამაშები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის 2 ფინალში და სერია A-შიც, სადაც არგენტინელი ნაპოლის ღირსებას იცავდა, გერმანელი კი - ინტერის.