დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტი გახდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ესპანელმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ "ატლეტიკო მინეირო" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელმა საკუთარი ინიციატივით კონტრაქტი გაწყვიტა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის დამატებით ლონდონის "არსენალი" არაფორმალურად დაინტერესდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურ "კადისს" და "ელჩეს" თავდამსხმელის თავიანთ გუნდში ხილვა სურთ. 33 წლის კოშტას, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკოს" ლონდონის "ჩელსის", "რაიო ვალეკანოს", "ვალიადოლიდის", "ალბასეტეს", "სელტას", "ბრაგასა" და "პენაფიელის" შემადგენლობაში უთამაშია კარიერის საუკეთესო პერიოდი "როხიბლანკოში" აქვს გატარებული და დიეგო სიმეონეს გუნდის მაისურით 216 მატჩში 83 გატანილი გოლი და 36 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. იგი ორჯერ ლა ლიგის, სამჯერ ევროპის სუპერ თასის, ერთხელ კოპა დელ რეის, ევროპის ლიგის ასევე, "არისტოკრატების" რიგებში ორჯერ პრემიერ ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. ბრაზილიურ კლუბში, რომელიც კოშტამ ახლახანს დატოვა მან ბრაზილიის თასის მოგება შეძლო.¡Gracias, Diego Costa! 🇪🇸🐔 🤝 O atacante acertou a sua rescisão de contrato e se despede do #Galo. Diego atuou em 19 jogos, marcou 5 gols e serviu duas assistências. Venceu o Brasileirão e a Copa do Brasil de 2021! Boa sorte na sequência da carreira, Diego! 💪🏼⚽ pic.twitter.com/XGMFgYtI6r — Atlético 😷 (@Atletico) January 16, 2022