შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდს შორის 3 ესპანური, 3 ინგლისური და თითო-თითო გერმანული და პორტუგალიური კლუბები, შესაბამისად მადრიდის "რეალი", მადრიდის "ატლეტიკო", "ვილიარეალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", ლონდონის "ჩელსი", მიუნხენის "ბაიერნი" და ლისაბონის "ბენფიკა" მოხვდნენ.
საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდგენაირად გადანაწილდა:
ლონდონის "ჩელსი" - მადრიდის "რეალი"
"მანჩესტერ სიტი" - მადრიდის "ატლეტიკო"
"ვილიარეალი" - "ბაიერნი"
"ბენფიკა" - "ლივერპული"
მეოთხედფინალური ეტაპის საწყისი შეხვედრები 5/6 აპრილს, ხოლო საპასუხო მატჩები 12/13 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 26/27 აპრილს, ხოლო საპასუხო 3/4 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.
"მანჩესტერ სიტი" - მადრიდის "ატლეტიკოს" და ლონდონის "ჩელსი" - მადრიდის "რეალის" წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო "ვილიარეალი" - "ბაიერნის" და "ბენფიკა" - "ლივერპულის" წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.