Belive

დიეგო გოდინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოსა" და ურუგვაის ნაკრების ლეგენდამ - დიეგო გოდინმა, 37 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 

გოდინი ბოლოს არგენტინულ კლუბ "ველეზ სარსფილდში" თამაშობდა, სადაც 30 ივლისს კარიერის ბოლო მატჩი ითამაშა. 

დიეგო გოდინმა საფეხბურთო კარიერა ურუგვაულ კლუბ "ნასიონალში" 2006 წელს დაიწყო, ამას შემდეგ იგი "ვილიარეალში" გადავიდა , ხოლო 2010/2011 წლების სეზონში, მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა, სადაც კლუბის ლეგენდა და ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში მადრიდულ კლუბს კაპიტნობდა. 

გოდინი "ატლეტიკოს" ღირსებას 2010-2018 წლებში იცავდა, სადაც 389 მატჩი ჩაატარა და თავი გოლით 27-ჯერ, საგოლე გადაცემით კი 14-ჯერ გამოიჩინა. 

დიეგო გოდინმა პროფესიონალურ კარიერაში 627 მატჩი ჩაატარა, აქედან 161 მატჩი ურუგვაის ნაკრებში. 

მან წლების განმავლობაში ევროპა ლიგა 2-ჯერ მოიგო (ორივედ "ატლეტიკოში"), ერთხელ გახდა კოპა დელ რეის გამარჯვებული, ევროპის სუპერ თასის მოგება 2-ჯერ შეძლო, ასევე ერთხელ გახდა ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული. რაც შეეხება სანაკრებო ასპარეზს, დიეგო გოდინი ურუგვაის ნაკრებთან ერთად, 2011 წელს, კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა 

სხვა სტატიები