Belive

ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდების ვინაობა გაირკვა და წილისყრისთვის ყველაფერი მზად არის.  

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ოთხი ქართველი იასპარეზებს. ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარის" ღირსებას დაიცავენ. წინა წლის შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასულ წელს "ნაპოლის" რიგებში 1/4 ფინალამდე მიაღწია. ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს დავით ხოჭოლავაც, რომელმაც ჯგუფური ეტაპის საგზური გუშინ გაინაღდა. "კოპენჰაგენმა" "რაკოვი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.

გუნდები კალათებში ასე გადანაწილდნენ:

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს 20:00 საათზე მონაკოში გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა სტარტს 19 სექტემბერს აიღებს.

სხვა სტატიები