დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში რჩება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი რის გამოცა დიდიე დეშამს დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლებენ. ფილიპ დიალომ ისიც დაამატა, რომ უახლოეს დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით თავად დეშამსაც გაესაუბრება. პრეზიდენტს აინტერესებს თავად დიდიესაც თუ სურს ნაკრების თავკაცობა.
ვერ ვხედავ მიზეზს, რომელიც მის კონტრაქტს ეჭვ ქვეშ დააყენებს. წარსული შედეგები მის სასარგებლოდ მეტყველებს და მიზნები მიღწეულია. დიდიე თავის მისიას გააგრძელებს. ვაპირებთ რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო ღრმად გავაანალიზოთ ნახევარფინალში რა გვაკლდა. ამ თვის განმავლობაში, მე დავინახე პროფესიონალიზმი და ბრწყინვალებისკენ სწრაფვა. საფრანგეთის ნაკრებმა ამ მიმართულებით სვლა უნდა განაგრძოს. - განაცხადა დიალომ L’Equipe-თან საუბრისას
🚨🇫🇷 Didier Deschamps will stay as France head coach until World Cup 2026.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 10, 2024
FFF president Diallo: “Deschamps has a contract and he’s achieved the sporting objective that was set for him. Didier will continue his mission”, Diallo told L’Équipé. pic.twitter.com/wpfNPPbR4x
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა. "მამლები" 1/2-ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ლე ბლე" კოლო-მუანის გოლით დაწინაურად, იამალისა და ოლმოს გოლით დე ლა ფუენტეს გუნდმა გაიმარჯვა.
ფინალში ესპანეთის მოწინააღმდეგე დღეს გაირკვევა. ინგლისისა და ნიდერლანდების 1/2-ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.