"დიდი ტყუილი" - პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულთან" გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბამ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. The Sun-ის სტატიაში ეწერა, რომ ამის შემდეგ პოგბამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების გაგრძელებაც აღარ ისურვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურად უპასუხა და ის "ფეიკ ნიუსად" მოიხსენა: "დიდი ტყუილები სათაურების შესაქმნელად," - წერს პოგბა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურება.Big lies to make headlines pic.twitter.com/VBQiBxSuNO — Paul Pogba (@paulpogba) October 27, 2021