"მე ერთადერთი ვარ, ვინც გუნდს წააგებინა" - ანდრე ონანა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "ბაიერნისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება იყო. მასპინძლებს "წითელ ეშმაკებთან" შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ. გერმანულმა კლუბმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა. გოლის მომენტში აშკარა შეცდომა დაუშვა ანდრე ონანამ, რომლის გამოც კამერუნელმა კარის დარაჯმა ბოდიშიც მოიხადა.
მე ერთადერთი ვარ, ვინც გუნდს წააგებინა. ჩემი ბრალია, რომ შეხვედრა ვერ მოვიგეთ. ამ მატჩისგან კარგი გაკვეთილი უნდა მივიღო - განაცხადა ანდრე ონანამ
"მანჩესტერი" A ჯგუფში "ბაიერნთან", "კოპენჰაგენთან" და "გალათასარაისთან" ერთად ასპარეზობს. ინგლისური კლუბი 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი შეხვედრა შინ 3 ოქტომბერს "გალათასარაის" წინააღმდეგ ელის.