დიდი სიახლე ნაპოლისთვის | სკოტ მაკტომინეი გულის ოპერაციის შემდეგ, ვარჯიშებს დაუბრუნდა
სკოტ მაკტომინეი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა და სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა დაიწყო. ნაპოლისთვის ეს მნიშვნელოვანი სიახლეა. შოტლანდიელი ფეხბურთელი, ბოლო პერიოდში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვერ თამაშობდა. მართალია 29 წლის ნახევარმცველი ჯერ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური ვარჯიშების დაწყება, მისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია.
მაკტომინეისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა საკლუბო პაუზაც, რაც ფეხბურთელს საშუალებას აძლევს ყოველგვარი წნეხის გარეშე, ეტაპობრივად დაიბრუნოს ფიზიკური კონდიციები. ნაპოლის სამწვრთნელო შტაბს კი, მისი ოფიციალურ მატჩებში დაბრუნების სავარაუდო თარიღიც უკვე განსაზღვრული აქვს.
ინტერსა და ფიორენტინასთან მატჩებში, ნეაპოლიტანელებს, აშკარად ეტყობოდათ სკოტის არყოფნა. მასიმილიანო ალეგრისთვის, შოტლანდიელის დაბრუნება პოზიტიური სიახლეა. ამასთან ერთად, თუ მაკტომინეი უახლოეს დღეებში ინდივიდუალური ვარჯიშებიდან, გუნდურ სესიებზე გადასვლას შეძლებს, შესაძლოა, რომ ახლო მომავალში ის არა მარტო განაცხადში მოხვდეს, არამედ მატჩი სასტარტო შემადგენლობაშიც დაიწყოს.
🚨🏴 Scott McTominay returned to the Training Center and performed a personalized session in the gym.
— Napoli Zone (@TheNapoliZone) September 24, 2026
[@sscnapoli] pic.twitter.com/Psmbmv7Tat