რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ნაპოლისთან მატჩში?
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ვილიარეალმა ნაპოლის უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც 23-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა.
ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 6.9 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 27-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 7-დან 1 დუელი მოიგო და 17-დან 12 ზუსტი გადაცემა (71%) გააკეთა.
ასევე 6,9 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან, 7,1 კი - Flashscore-სგან.
ვილიარეალი 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 20 ოქტომბერს, ლივერპულთან სტუმრად გამართავს.