დიდი ისტორიის დასასრული - ხორვატია სახლში პირველად დამარცხდა
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხორვატიის ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა და D ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი ბარის ილმაზი იყო. თურქმა ფეხბურთელმა ამ გატანილი გოლით ევროპული ფეხბურთის დიდი ისტორია დაასრულა.
კერძოდ, ხორვატიის ნაკრები ერთადერთი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ მოედანზე ისტორიაში არასდროს დამარცხებულა.
Croatia was the last remaining team that's never lost a home game in the history of EURO qualifiers.
— Tomislav Globan (@tgloban) October 12, 2023
Until tonight. 🥹
Sadly, a 37-game streak (28-9-0) came to its end.
ამ მატჩამდე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხორვატებს საკუთარ კედლებში შემდეგი სტატისტიკა ჰქონდათ - 28 გამარჯვება, 9 ფრე, 0 მარცხი.
განვლილი 6 ტურის შემდეგ, D ჯგუფს 13 ქულით თურქეთის ნაკრები ლიდერობს, 10 ქულით მეორე პოზიციაზეა ხორვატიის ნაკრები. 7-7 ქულა კი სომხეთისა და უელსის ნაკრებებს აქვთ დაგროვებული.