"ყველაფერი არასწორად მიდის" - ბერნარდუ სილვა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გასულ საღამოს "მანჩესტერ სიტი" "სპორტინგს" დაუპირისპირდა, სადაც დამარცხდა. "ქალაქელებმა" პირველი გოლის გატანა მოახერხეს მაგრამ, საპასუხოდ 4 მიიღეს და მატჩი 4:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლასთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო.
"სიტის" ამ მძიმე სიტუაციის შესახებ ბერნარდუ სილვამ კომენტარი გააკეთა.
ახლა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ყველაფერი არასწორად მიდის. მაშინაც კი, როცა კარგად ვთამაშობთ საკუთარ შანსებს ვერ ვიყენებთ და გოლებს მარტივად ვუშვებთ. - განაცხადა ბერნარდუ სილვამ
ბოლოს "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ სამი მატჩი 2018 წელს წააგო.
შემდეგი შეხვედრა გვარდიოლას გუნდს პრემიერ ლიგაში ელის. "სიტი" გასვლაზე "ბრაიტონს" 9 ნოემბერს შეხვდება.