Belive

დიდი ისტორიის დასასრული - ანდრეს ინიესტა საფეხბურთო კარიერას ასრულებს!

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი - ანდრეს ინიესტა 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ იგი 8 ოქტომბერს ისაუბრებს.

ლეგენდარული ნახევარმცველი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ფეხბურთელად ითვლება, გადაწყვეტილებას ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადებს.

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" აკადემიის, "ლა მასიას" პროდუქტია, მან კატალონიური კლუბის მაისურით 674 მატჩი ჩაატარა, სადაც 57 გოლი გაიტანა და 135 საგოლე პასი მიითვალა.

ინიესტამ "ბარსასთან" ერთად 32 ტიტული მოიგო, მათ შორის ცხრა ლა ლიგა, ოთხი ჩემპიონთა ლიგა და ექვსი კოპა დელ რეის ტიტული.

ლეგენდარულ ნახევარმცველს ესპანეთის ნაკრებში 131 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2010 წლის ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, სადაც ნიდერლანდების წინააღმდეგ დამატებულ დროში გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო.

გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, 40 წლის ფეხბურთელმა ესპანეთთან ერთად ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2008 და 2012 წლებში (სადაც იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა).

"ბარსელონაში" 22 წლიანი კარიერის შემდეგ, ინიესტა იაპონიაში წავიდა, რათა ეთამაშა J-League-ის კლუბს "ვისელ კობეში", რომელშიც მან 134 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და მიითვალა 25 საგოლე პასი.

იაპონური კლუბის დატოვების შემდეგ კი ინიესტას ერთწლიანი სტაჟი ჰქონდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების კლუბ "ემირეიტსში", სადაც 23 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები