Belive

დიდი ეპოქის დასასრული - 8 ივნისს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან გააცილებენ

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის საფეხბურთო ნაკრებმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ 8 ივნისს, ისინი სპეციალურ ამხანაგურ მატჩს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან გააცილებენ.

ვეტერანმა ფორვარდმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ახლა "მილანის" სტაფშია და მწვრთნელის ერთ-ერთი მრჩეველია, გასული სეზონის ბოლოს, მუხლის მძიმე ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

42 წლის ფეხბურთელმა, შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 62 გოლის გატანა შეძლო.

ხოლო რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს, საკლუბო ფეხბურთში იგი წლების განმავლობაში მსოფლიო გრანდებში ირიცხებოდა: "მალმიო", "აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი" (ორჯერ), "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლოს ანჯელესი".

ზლატანმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი სერია A-ში გაატარა, მან იტალიის ჩემპიონატში 283 მატჩი ჩაატარა, სადაც 156 გოლის გატანა და 68 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

იბრა სარეკორდოდ, 12-ჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად და 2013 წელს საუკეთესო გოლისთვის პუშკაშის ჯილდოც მოიგო.

სხვა სტატიები