Belive

პირველი დასტური მიღებულია - რუბენ ამორიმი მანჩესტერის ახალ მწვრთნელად მოიაზრება

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" რუბენ ამორიმთან კონტრაქტის დეტალები პრაქტიკულად შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს მტკიცებით, "წითელი ეშმაკაცების" წარმოამდგენლები ამორიმს კონტრაქტის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე შეუთანხმდნენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რუბენ ამორინიმი თანახმაა "სპორტინგი" დატოვოს და ახალ, დიდ პროექტს შეეჭიროს, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" აღორძინება ჰქვია.

ახლა მთავარია, რომ ამ ორ კლუბს შორის შეთანხმება შედგეს, რის შემდეგაც "მანჩესტერს" 10 მილიონის გადახდა მოუწევს "სპორტინგისთვის", სანაცვლოდ კი რუბენ ამორიმს წაიყვანს.

რუბენ ამორიმი 39 წლის პორტუგალიელი მწვრთნელია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა "კასა პიაში" დაიწყო, შემდეგ "ბრაგაში" გააგრძელა, 2020 წლიდან კი "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს და მას ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ჩათვლით აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა გამოაქვეყნა. მანჩესტერელებმა "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 2:1 წააგეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ტენ ჰაგის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად 2022 წელს დაინიშნა, 2023 წელს ჯერ კარაბაოს თასი მოიგო, 2024-ში კი FA თასი.

ახალი მწვრთნელის მოყვანამდე კი, გუნდის მთავარი მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი გახდა, რომელიც აქამდე გუნდში მწვრთნელის ასისტენტი იყო.

სხვა სტატიები