Belive

კარლო ანჩელოტიმ მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, "რეალისა" და "ალავესის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა იტალიელმა თავკაცმა - კარლო ანჩელოტიმ, მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა და ლა ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება.

კერძოდ - კარლო ანჩელოტი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ 39 თამაშია არ დამარცხებულა. "პაპა კარლომ" ალბერტო ორმაეჩეას რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც "რეალ სოსიედადთან" ერთად დაამყარა (38 წაუგებელი მატჩი).

აქვე შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნის, რომელიც 2017/2018 წლების სეზონში დააფიქსირეს. კატალონიური გრანდი 43 მატჩში არ დამარცხებულა, თუმცა ეს ყველაფერი 2 მწვრთნელის - ლუის ენრიკესა და ერნესტო ვალვერდეს პერიოდში მოხდა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბლანკოსს" მძიმე გასვლითი დაპირისპირება ელის - 29 სექტემბერს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდული გრანდების "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ "სამეფო კლუბი" ლა ლიგაში ბოლოს 2023 წლის 24 სექტემბერს, სწორედ მადრიდულ დერბიში დამარცხდა.

სხვა სტატიები