Belive

დიდი ალბათობით მესი ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელმა ვარსკვლავმა - ლეო მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, ამის შესახებ ინფორმაციას "Marca" ავრცელებს. დღეს კატალონიურ კლუბს ვარჯიში არ ჰქონია და ყველა ელოდება ხვალინდელ ვარჯიშს, სადაც გამოჩნდება თუ რამდენად სერიოზულია მესის ტრავმა. როგორც კლუბში განაცხადეს მისი ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მას დრო დასჭირდება, რომ ვარჯიში განაახლოს. ყველაფერი ხვალინდელ დღეზე არის გამოკიდებული, თუ ლეო მესი ხვალინდელ ვარჯიშს გამოტოვებს, იგი პანდემიის შემდეგ ლა ლიგაში პირველ მატჩს გამოტოვებს.

სხვა სტატიები