დიდებული მიღწევა | პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა ,,დორტმუნდსა'' და ,,პარი სენ ჟერმენს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"პსჟ"-მ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა - კერძოდ კი, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ზედიზედ 50 მატჩში შეძლო გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფიდან პლეი-ოფის საგზურები: "დორტმუნდმა" და "პსჟ"-მ მოიპოვეს, ევროპა ლიგაზე გადაერთო და შესაბამისად, მესამე ადგილი დაიკავა "მილანმა", ხოლო ევროტურნირების მიღმა დარჩა "ნიუკასლი".