Belive

გაბონელი ფეხბურთელი 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გაბონის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი - აარონ ბუპენზა, ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ყოფილი კლებები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ბუპენზა მე-11 სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ ჟეჯიანიში მოხდა, სადაც 28 წლის ფეხბურთელი თამაშობდა.

აარონ ბუპენზა წლების განმავლობაში: "ბორდოში"; "პაუში"; "ფეირენსეში"; "ჰატაისპორში"; "ალ შაბაბიში"; "ცინცინატიში"; ბუქარესტის "რაპიდში" და ბოლოს "ჟეჯიანიში" თამაშობდა.

მას მიმდინარე სეზონში 6 ჩატარებულ თამაშში 4 გოლი ჰქონდა გატანილი, ეროვულ ნაკრებში კი 35 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 8 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები