'სამეფო კლუბმა' გადაყვეტილება მიიღო | გარსია გუნდიდან წავა, ენდრიკი კლუბში დაბრუნდება
მადრიდის რეალთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა - მარიო კორტეგანამ, სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, 'სამეფო კლუბმა' მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 წლის ესპანელი ფორვარდი - გონსალო გარსია კლუბის გეგმებში აღარ შედის და იგი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, ხოლო 19 წლის ენდრიკი, რომელიც ამჟამად ლიონსი იჯარის წესით თამაშობს, კლუბში დაბრუნდება.
⚡️Inside Real Madrid
— Mario Cortegana (@MarioCortegana) April 13, 2026
➕Arbeloa’s confidence in the Champions League remontada vs. Bayern
➕The alternative to Camavinga starting that is under consideration
➕Gonzalo expected to leave, Endrick expected to stay@TheAthleticFC https://t.co/aSSI80QPQG
⛔️🇪🇸 Gonzalo García NO será tenido en cuenta en REAL MADRID para la próxima temporada y deberá buscarse club.
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) April 13, 2026
⚠️ Hizo ¡15 G+A! en solo 18 TITULARIDADES y fue el MÁXIMO GOLEADOR [4] del Mundial de Clubes 2025.
Todo indica que Endrick volverá del Lyon y se quedará con su lugar.… pic.twitter.com/4Pl2gbNB4J
22 წლის ესპანელი ფორვარდი - გონსალო გარსია, მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ იგი ხაბი ალონსომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დატესტა, სადაც თავი ბრწყინვალედ გამოიჩინა და შეჯიბრის ბომბარდირიც გახდა (4 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).
გარდა ამისა, მან მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა მისი თამაშით მაინც უკმაყოფილოები არიან და როგორც იწერება, 22 წლის ფორვარდი კლუბის გეგმებში აღარ შედის.
თავის მხრივ, ნათელი ხდება, რომ კლუბში დაბრუნდება 19 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდი - ენდრიკი, რომელზეც 'სამეფო კლუბში' დღემდე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მისი ლიონში განათხოვრებით, თუმცა ეს პირადად კარლო ანჩელოტის თხოვნა იყო, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა და 'პაპა კარლოს' 2026 წლის მუნდიალზე წაეყვანა.