იყო თუ არა ხელი?! გიორგი მიქაუტაძის და პიერ საჟის სახალისო ინტერვიუ
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში "ლიონმა" საკუთარ არენაზე "სენტ ეტიენი" 1:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე მატჩში მე-80 წუთზე ჩაერთო, შემოსვლიდან მალევე ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი ჩაჭრა და თანაგუნდელს გოლი გაატანინა, მაგრამ როგორც შემდეგ VAR-ზე გადაამოწმეს ჟორჟს ხელზე მოხვდა და გოლი გაუქმდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ და მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ თემაზე იხუმრეს კიდეც:
მოდი გიორგი, მოდი. გააკეთე ნამდვილი ინტერვიუ! - პიერ საჟი
დიახ მატჩით კმაყოფილი ვარ - გიორგი მიქაუტაძე
ხელი იყო თუ არა? - პიერ საჟი
არა, რეალურად მოვტრიალდი და ბურთი მხარზე მომხვდა. - გიორგი მიქაუტაძე
ხო შენ გრძელი მკლავი გაქვს - პიერ საჟი
მაგრამ მე მიჩვეული ვარ "ლიონით" "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამარჯვებას! - გიორგი მიქაუტაძე