დიბალა: ,,თერთმეტმეტრიანი შუაში ემილიანო მარტინესის რჩევით დავარტყი''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის, პაულო დიბალას თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თერთმეტმეტრიანების სერიაში, ,,ალბისელესტეს'' მეკარის, ემილიანო მარტინესის რჩევა გაითვალისწინა:
,,დიახ, მარტინესის რჩევით ბურთი ცენტრში დავარტყი. როცა მწვრთნელმა დამიძახა, მივხვდი, რომ მოედანზე სპეციალურად პენალტების სერიისთვის გავდიოდი.
კუთხეში დარტყმას ვაპირებდი, მაგრამ მარტინესმა მითხრა, რომ ლორისი ერთ-ერთ მხარეს აუცილებლად გადახტებოდა. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა,'' - განაცხადა დიბალამ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.