Belive

Diario Sport: "ლაპორტამ ჰოლანდის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო"

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი კატალონიური სპორტული გამოცემა "Diario Sport" იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ მოლაპარაკებები დაიწყო ერლინგ ჰოლანდის აგენტთან, რადგან 2025 წელს მისი კლუბში მოყვანა სურს.

გამოცემა გვამცნო ბს, რომ ლაპორტასა და ჰოლანდის აგენტს უკვე ბევრი წელია, რაც ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ და მეგობრობენ, თავად ლაპორტა კი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ნორვეგიელი ფორვარდი - ერლინგ ჰოლანდი, მის კლუბში აუცილებლად ითამაშებს.

"Diario Sport"-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას 2025 წელს სურს, რომ ჰოლანდი "ბარსელონაში" გადავიდეს, თუმცა იმედს არ კარგავს და ასევე ამბობს, რომ ტრანსფერი შესაძლოა 2026 წლამდეც გაიწელოს, თუმცა ადრე თუ გვიან, ჰოლანდი კატალონიური კლუბის ღირსებას აუცილებლად დაიცავს.

საინტერესოა თუ როგორ აპირებს ლაპორტა ჰოლანდის შეძენას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 200 მილიონი ევროა, კატალონიური კლუბი კი ჯერჯერობით კვლავ კრიზისშია. ტრანსფერის შანსებს კი ის ფაქტი ზრდის, რომ სეზონის ბოლოს "სიტი" შესაძლოა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) მკაცრად დასაჯოს და კლუბს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდეს.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჰოლანდი "სიტიდან" წასასვლელად მზადაა, რადგან ამ კლუბში მან უკვე ყველაფერი მოიგო. იმ შემთხვევაში თუ ჰოლანდი "სიტის" დატოვებს, მისი მთავარი პრიორიტეტი ლა ლიგაში თამაშია.

სხვა სტატიები