Belive

"დღეს გამარჯვების დღეა" - ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო "ჯვაროსნებს" გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. "გენტის" 21 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაამხნევა.
"წარმატებები ძმებო, დღეს დიდი გამარჯვების დღეა," - წერს გიორგი.
StorySaver.Org-chakve10_124603783_2449268505378716_920290824759655159_n

სხვა სტატიები