Belive

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა - ვის ისურვებდა ვალტერ მაცარი მეტოქედ 1/8-ფინალში

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა, სადაც გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდება 1/8-ფინალისტები.

ნაპოლი C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ვალტერ მაცარის ბრიტანულმა გამოცემამ DAZN-მა ჰკითხა თუ ვის ისურვებდა მეტოქეს მერვედფინალში

ჯერჯერობით ჩემი გუნდის შანსებზე და წარმატებაზე არ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ ყველა მეტოქე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ მოუწევს თამაში აუცილებლად უნდა დავაფასოთ. კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რომ უკვე იქ ვარ, დანარჩენს წილისყრის შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც მეტოქის ვინაობას გავიგებთ.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი 1/8-ფინალში თავის ჯგუფში მყოფ "რეალ მადრიდის" გარდა ყველა გუნდს შეიძლება შეხვდეს. ესენია: "მიუნხენის ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი", "ატლეტიკო მადრიდი", "დორტმუნდი", "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა".

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა საქართველოს დროით დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები