Belive

ფიფამ გადაწყვიტა: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამსვლელთა ბედს უეფას რეიტინგი გადაწყვეტს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეფას რეიტინგი საბოლოოდ გადაწყვეტს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამსვლელთა ვინაობას.

ამჟამად იუვენტუსს 47 ქულა აქვს, ნაპოლის კი - 41. ვალტერ მაცარის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსის მისაღებად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოუწევს, რადგან მერვედფინალებში გუნდებს მხოლოდ 5 ქულის დაგროვება შეუძლიათ.

ტურნირზე, რომელიც 2025 წლის ივნისიდან ივლისის ჩათვლით ჩატარდება, 12 ევროპული კლუბი გამოვა: ინტერი, მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი, ჩელსი, ბაიერნი, პსჟ, ბენფიკა და პორტუ. ერთი ადგილი ბორუსიასა და ლაიფციგს შორის გადაწყდება, ერთი ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის გაირკვევა, იუვენტუსსა და ნაპოლის შორისაც ტურნირზე მხოლოდ ერთი მოხვდება და არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ან ზალცბურგს გადაეცემა.

პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირზე კლუბები ყველა კონტინენტიდან მიიღებენ მონაწილეობას.

სხვა სტატიები