Belive

დეზირე დუეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურის შეხვედრა ლორიანსა და პსჟ-ს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 61-ე წუთზე პარიზული კლუბის შემტევმა, დეზირე დუემ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.

L'Equipe-ს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ს ,,სულ მცირე რამდენიმე კვირით'' დააკლდება. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილია, რომ 20 წლის შემტევი ნიცასთან და ბაიერნთან ვერ ითამაშებს და ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს, ვერც საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარება.

დუეს მიმდინარე სეზონში 1 ტრავმა უკვე ჰქონდა, რის გამოც პარი სენ ჟერმენის 6 მატჩი გამოტოვა.

სხვა სტატიები