დესპოტოვიჩი: ,,სლუცკიმ შეიძლება თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად მან აქცია, მაგრამ ეს სისულელეა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც გითამაშიათ. ახლა ის მსოფლიოს ტოპ-დონის მოთამაშეებს შორისაა.
- ეს ჯერ კიდევ პირველ ვარჯიშზე ვთქვი, მაშინვე აშკარა იყო. თუმცა, კვარაცხელიას იმ კოშმარულ სეზონში სლუცკისთან პრობლემები ჰქონდა. ახლა, შეიძლება თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად მან აქცია, მაგრამ ეს სისულელეა. ფეხბურთელად ვერავინ ვერავის აქცევს, ფეხბურთელად იბადები... ამ ლოგიკით, იგივეს თქმა ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია...
კვარაცხელია ,,რუბინში'' სლუცკის ხელმძღვანელობით 2019-2022 წლებში თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსული გუნდის მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.