Belive

დეშამმა მბაპე დასაჯა?! - კაპიტანი საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგება.

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა 7 ნოემბერს დაასახელა, თუმცა ნაკრებში არ გამოიძეს "რეალის" სუპერვარსკვლავი და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი - კილიან მბაპე.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული სპორტული გამოცემის "lequipe"-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მისთვის ეროვნულ ნაკრებში ადგილი ვერ გამოინახა, თუმცა ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დიდიე დეშამი 25 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს სჯის.

დასჯის მიზეზი კი ის არის, რომ მბაპე ტრავმის გამო ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს ტოვებდა და ნაკრებთან ერთად არ იყო, თუმცა მატჩის საღამოს მედიაში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ დაიარებოდა მბაპე სტოკჰოლმის (შვედეთი) ქუჩებში, სადაც მოგვიანებით სექსუალურ სკანდალში გაეხვა.

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დეშამმა კილიამ მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში არ უხმო.

დიდიე დეშამის გაწვრთნილი ნაკრები ნოემბრის თვეში 2 მატჩს გამართავს - ფრანგები 14 ნოემბერს შინ ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ნოემბერს იტალიას ესტუმრებიან.

სხვა სტატიები