ტრაბზონში იმ ქუჩას, სადაც სალაჰი ცხოვრობს, ეგვიპტელის სახელს არქმევენ
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტრაბზონში იმ ქუჩისთვის, სადაც მოჰამედ სალაჰი ცხოვრობს, მისი სახელის დარქმევა სურთ. მერმა გამოაცხადა ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილება იმ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, რომელზეც ეგვიპტელი ფეხბურთელის სახლი მდებარეობს.
უახლოეს კვირაში ქალაქის საბჭო განიხილავს იმ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხს, სადაც ტრაბზონსპორის ფეხბურთელის სახლი მდებარეობს. მას მოჰამედ სალაჰის ქუჩა უნდა დაერქვას. ეს ინიციატივა თურქული ფეხბურთისთვის ეგვიპტელი გარემარბის ტრანსფერის დიდი მნიშვნელობით აიხსნა.
"ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მოჰამედ სალაჰი, თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სატრანსფერო შენაძენი, ჩვენს რაიონში იცხოვრებს. ამ კვირაში მივიღებთ ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქუჩას, სადაც სალაჰის სახლი მდებარეობს, მისი სახელი დაერქმევა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შევძელით, ახლა მოჰამედ სალაჰის ჯერია", - ამბობს ტრაბზონის მერი, მუსტაფა ბიიქი.
მოჰამედ სალაჰმა ტრაბზონსპორის შემადგენლობაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.