Belive

დეშამი: "გუნდს მესამე ადგილისთვის თამაში არ სურს, მაგრამ ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, აღიარა, რომ გუნდს არ სურს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩის ჩატარება. 57 წლის სპეციალისტი კი, რომელიც მთავარი მწვრთნელის რანგში, ინგლისის წინააღმდეგ, ნაკრებს ბოლოჯერ უხელმძღვანელებს, მიიჩნევს, რომ გუნდს ამის ვალდებულება აქვს.

ამ მატჩზე პასუხისმგებლობა მაქვს. ეს ამხანაგური შეხვედრა არ არის, ეს მესამე ადგილისთვის თამაშია. მიუხედავდ იმისა, რომ ეს მატჩი, ფინალთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანია, ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და პირადად მე, ვალდებულები ვართ, ამ მიზანს მივაღწიოთ.

შეიძლება არც ინგლისს ჰქონდეს ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის რაიმე განსაკუთრებული მოტივაცია, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ვართ. ჩვენი მიზანი მესამე ადგილის დაკავება უნდა იყოს. ამ ფორმის ტარებისას, ამის ვალდებულება გვაქვს.

ჩემთვის, მწვრთნელის რანგში, ეს ბოლო მატჩი იქნება. არ მინდა, რომ ვინმემ ეს განსაკუთრებულად განიცადოს. დასარული ახლოვდება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. - დიდიე დეშამი

დეშამისთვის, ინგლისის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რიგით 187-ე და უკანასკნელი იქნება. იმ 186 მატჩიდან, რომლებშიც დიდიემ "ლე ბლეს" უხელმძღვანელა, მისი პერსონალური სტატისტიკა ასე გამოიყურება, 121 მოგება, 35 ფრე და 30 მარცხი.

დეშამმა საფრანგეთი 2012 წელს ჩაიბარა და 14-წლიანი მუშაობის პერიოდში, უდიდესი ეპოქა შექმნა. მის ხელში, "ლურჯებმა" მსოფლიო ჩემპიონატი (2018) და უეფას ერთა ლიგა (2021) მოიგეს. ხოლო დეშამის შემცვლელი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი იქნება.

სხვა სტატიები