დეშამი: ,,გალტიემ მბაპეს დროდადრო დასვენების საშუალება უნდა მისცეს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე კლუბში ნაკლებად დაიტვირთება:
,,ვიცი, რომ გალტიეს სურს, მბაპემ ყველა მატჩში ითამაშოს. მაგრამ, მინდა, მწვრთნელმა კილიანს დროდადრო დასვენების საშუალებაც მისცეს.
უბრალოდ, საჭიროა, რომ მბაპეს ცოტათი ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდეს. ეს ,,პსჟ-ს'' არ დააზარელებს, პირიქით,'' - დეშამის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 10 გოლია.
საფრანგეთს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში, ავსტრალიასთან, დანიასთან და ტუნისთან ერთად იასპარეზებს.
დეშამის გუნდი მუნდიალის პირველ მატჩს 22 ნოემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.