Belive

დეშამი დუესა და ზაირ-ემერის: ,,ზოგი მწვრთნელი ახლავე სახლში გაგიშვებდათ''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, დეზირე დუე დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახა.

ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ორშაბათს დილით შეიკრიბნენ, თუმცა დუემ კლერფონტენში მისვლა თანაგუნდელ ზაირ-ემერისთან ერთად დააგვიანა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დეშამმა ნაკრების დებიუტანტს შენიშვნა მისცა:

,,უორენთან ერთად ხარ და ამიტომ დაიგვიანე? არსებობს რამდენიმე მწვრთნელი, რომელიც ამისთვის ახლავე სახლში გაგიშვებდათ...'' - უთხრა დეშამმა დუეს

გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს, რომ ფეხბურთელები კამერებმა იხსნა, სხვები კი დისციპლინის მიმართ დეშამის დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საფრანგეთის ნაკრებს მარტში ხორვატიასთან ერთა ლიგის შეხვედრები ელის. ,,მამლები'' პირველ მატჩს 20-ში, სტუმრად გამართავენ.