არნე სლოტმა ინგლისური ფეხბურთის რეკორდი დაამყარა!
"ლივერპულის" ახლადდანიშნულმა 46 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა - არნე სლოტმა, ინგლისური ფეხბურთის რეკორდი დაამყარა.
კერძოდ - არნე სლოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ინგლისურ კლუბში დანიშვნის შემდეგ, პირველი 12 მატჩიდან 11-ში გაიმარჯვა (ყველა შეჯიბრზე). აქამდე ეს მიღწევა არცერთ მწვრთნელს არ დაუფიქსირებია.
46 წლის ნიდერლანდელმა "ლივერპული" ზაფხულში "ფეინოორდიდან" ჩაიბარა და ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.
მისი კლუბში დანიშვის შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრი მწვავე და მკაფიო საუბარი მიმდინარეობდა, გაამართლებდა თუ არა სლოტი ისეთ დიდ კლუბში, როგორიც "ლივერპულია", თანაც იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იურგენ კლოპმა ამ კლუბში დატოვა.
არნე სლოტმა კი ყველანაირი მითები და სტერეოტიპები დაამსხვრია და სეზონს საოცრად იწყებს. მან პრემიერ ლიგაში 8 მატჩიდან 7-ში გაიმარჯვა, EFL თასზე 1 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3/3 გამარჯვება აქვს.
"ლივერპული" შემდეგ მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ ლონდონში გამართავს. მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.