დემბელე: ,,ვერ ვიტყოდი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები ვართ''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ევროპის ჩეპმპიონატზე მისი გუნდის ფავორიტობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,არის თუ არა საფრანგეთი ფავორიტი? ეს ნამდვილად არ ვიცი... გუნდში ამაზე არ ვსაუბრობთ. ყველაფერი მოედანზე წყდება და მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი.
ევროპის ჩემპიონატისთვის ყველა გუნდი კარგადაა მომზადებული, შეიძლება, ცუდი დღე გქონდეს, ავსტრიამ პრობლემები შეგიქმნას და მატჩი წააგო... ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ ფავორიტები ვართ.
პირველი მატჩის ყურებას ყველანი ერთად ვაპირებთ. სიამოვნებას ვიღებთ და ავსტრიასთან შეხვედრისთვის ვემზადებით. მწვრთნელი მომზადებაში უდიდეს ძალისხმევას დებს.'' - უსმან დემბელე
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის D ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.
დიდიე დეშამის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას ორშაბათს, 17 ივნისს, ავსტრიის წინააღმდეგ გამათავს.