როგორია ბარნაბას ვარგას მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შოტლანდიისა და უნგრეთის A ჯგუფის ბოლო მატჩი, უნგრეთის გამარჯვებით დასრულდა, გოლი მე-10 დამატებულ, ანუ მე-100 წუთზე გავიდა. გამარჯვების გოლი კევინ ჩობოტმა გაიტანა.
მატჩის 69-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელზეც შოტლანდიის მეკარე ანგუს განი გამოვიდა და ბურთი მუშტით მოიგერია, ამ დროს მას და უნგრეთის ფეხბურთელ, ბარნაბას ვარგასს შორის მძიმე შეჯახება მოხდა, უნგრელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და საკაცით მოედნიდან გაიყვანეს.
უახლეს ინფორმაციას უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და ადასტურებს, რომ ვარგას მდგომარეობა სტაბილურია და ის შტუტგარტის საავადმყოფოშია გადაყვანილი.