Belive

დელ პიერო: ,,ნაპოლის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ და ოსიმენმა, იბრწყინეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლისა'' და ,,იუვენტუსის'' შეხვედრა ტურინული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა:

,,ჩვენ ორ განსხვავებულ გუნდზე ვსაუბრობთ, ისინი განსხვავდებიან სათამაშო სტილით, ფეხბურთელებით, ტაქტიკით - ,,ნაპოლი'' დომინანტია და ბურთს ფლობს. დღეს გუნდის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ, ოსიმენმა და ლობოტკამ იბრწყინეს. კარგად ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მეორე მხრივ, ,,იუვენტუსი'' განსხვავებული სტრუქტურის გუნდია. ველოდები ალეგრის პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა ეს... სჯობს ერთი თამაში წააგო ხუთი გოლით, ვიდრე ხუთი თამაში ერთით... ამიტომ, ალეგრიმ უნდა თქვას: ,,კარგი, ბიჭებო, სამწუხარო მარცხია, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ.'' ,,იუვენტუსში'' არაერთი პრობლემაა, ამ გუნდისგან ბევრს ვერ მოვითხოვთ. არ ჰყავთ პოგბა, დი მარია ახლახან დაბრუნდა, ეს ფეხბურთელები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,'' - განაცხადა დელ პიერომ ESPN-ის ეთერში.

სერია A-ს მე-18 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,იუვენტუსს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები