Belive

დელ პიერო: ,,კვარაცხელია? წარმოუდგენელი რამ მოხდა''

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ, ,,ლივერპულთან'' მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას არჩათვლილ გოლზე ისაუბრა:

,,ძალიან ვწუხვარ იმაზე თუ რაც მოხდა... წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარის გამო ასეთი გოლი გაუქმდა... საოცარი გოლი იყო. დრიბლინგის ნაცვლად, ბურთი შეისწორა, რათა დარტყმისთვის სწორი დრო შეერჩია.

ვწუხვარ, რომ ეს მშვენიერი გოლი გაუქმდა.'' - დელ პიერო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.

სხვა სტატიები