Belive

დელ პიერო: ,,კარიდან 16 მეტრში ნებისმიერი ფეხბურთელი დარტყმაზე ფიქრობს, გრიზმანმა კი სხვა ვარიანტი აირჩია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ, ,,ატლეტიკოსა'' და ,,დორტმუნდის'' შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანტუან გრიზმანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

- ბოლო წლების განმავლობაში რონალდუსა და მესიზე ვსაუბრობდით, ახლა - მბაპესა და ჰოლანდზე. რამდენად ახლოსაა გრიზმანი საუკეთესო ფეხბურთელებთან?

- ვფიქრობ, ის საუკეთესოთა შორისაა! ხანდახან ფეხბურთელებს პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე ვაყენებთ, მაგრამ, გრიზმანი იმ ფეხბურთელთა სიაში აუცილებლად უნდა იყოს, რომლებსაც თამაშის შეცვლა შეუძლიათ.

მისი საგოლე გადაცემა დორტმუნდთან მატჩში... როგორც წესი, ნებისმიერი ფეხბურთელი, როცა კარიდან 16 მეტრშია, დარტყმაზე ფიქრობს, მაგრამ მან ახალი ვარიანტი აირჩია, რაც ატლეტიკოს დაეხმარა.'' - დელ პიერო

მიმდინარე სეზონში გრიზმანის ანგარიშზე მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 19 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.