დეკუ: "ლამინე იამალი ბარსელონაში მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, დეკუ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავისა და მისი გუნდის შემტევის, ლამინე იამალის და მასთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ საუბრობს.
"რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვყავს და ლამინე ერთ-ერთია. მის ტრანსფერზე საუბარი არ ყოფილა,
არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა, რადგან არც კი ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვას. ლამინე უდავოდ, "ბარსელონაში" მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს", - ამბობს პორტუგალიელი.
17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი კატალონიური გრანდის აღზრდილია და 2023 წლის ზაფხულის შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა "ბარსაში" 82 მატჩში 18 გოლის გატანა და 21 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.