რაშფორდი: "იამალი ოქროს ბურთს იმსახურებს - წელს თუ არა, მომავალში უამრავჯერ მოიგებს"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონასა და ინგლისის ნაკრების 27 წლის შემტევმა - მარკუს რაშფორდმა, 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საკუთარი მოსაზღება წარმოთქვა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ყველაზე მეტად, ოქროს ბურთის მოგებას ლამინე იამალი იმსახურებს.
"ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ბევრ ფეხბურთელს, თუმცა, ჩემი აზრით, ლამინ იამალი იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. თუ ის წელს ვერ მოიგებს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უამრავჯერ შეძლებს ამ პრიზის მოგებას“. - მარკუს რაშფორდი
🚨🗣️ 𝗡𝗘𝗪: Rashford: "Lamine Yamal should win the Ballon d'Or. And if he doesn't win in this year, he will win it in the future." ✨ pic.twitter.com/uPBz3etFdS
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) August 18, 2025
ოქროს ბურთის მფლობელი 22 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც პარიზი უმასპინძლებს.