დეკლან რაისი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში, "არსენალისა" და "რეალის" დაპირისპირება შედგა. ლონდონში, "ემირეითსზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
"ბლანკოსის" დარბევა დეკლან რაისმა დაიწყო, რომელმაც 58-ე და 70-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მესამე გოლის ავტორი მიკელ მერინო გახდა.
აღსანიშნავია, რომ "რეალთან" დაფიქსირებული უნიკალური შედეგით, ინგლისელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - დეკლან რაისი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე, ერთ კონკრეტულ მატჩში 2 ჯარიმა გაიტანა.
"რეალისა" და "არსენალის" საპასუხო მატჩი 16 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.