არსენალის ყოფილი ფეხბურთელი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინგლისელი ფეხბურთელი ბილი ვიგარი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოთამაშემ უდიდესი დრო არსენალის ახალგაზრდულ გუნდებში გაატარა, ბოლოს კი ინგლისის ქვედა დივიზიონის გუნდ ჩიჩესტერ სიტიში ასპარეზობდა, სწორედ აღნიშნულმა გუნდმა გაავრცელა ეს სამწუხარო ინფორმაცია.
ბილი ვიგარმა ტვინის მძიმე დაზიანება 20 სექტემბერს, წინა ტურის მატჩში მიიღო, სადაც ჩიჩესტერსა და უინგეიტი & ფიჩლის შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში თამაში მე-15 წუთზე შეწყდა, რადგან 21 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის შედეგად ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ფეხბურთელს ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.
It is with great sadness that Chichester City Football Club has to confirm the passing of Billy Vigar. Below is a statement from his family.
— Chichester City FC (@ChiCityFC) September 25, 2025
We request that his family's privacy is respected at this most difficult time. 🤍🖤 pic.twitter.com/Pl49bHcnBg