Belive

დეიან კულუშევსკიმ პრემიერლიგის ყველა დროის 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტოტენჰემის'' შემტევმა, დეიან კულუშევსკიმ, პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გარემარბად ედენ აზარი დაასახელა.

,,აზარი ბავშვობიდან ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. ის მისი თამაშის სტილით ყველას სიამოვნებას ანიჭებდა.

ედენის თამაშს ხშირად ვუყურებდი და ვცდილობ, მისი მოძრაობები გავიმეორე, თუმცა, ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ეს უფრო რთულია.'' - თქვა კულუშევსკიმ

შვედის რჩეულთა შორის, მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს:

,,რონალდუ დიდებული მეგობარი და ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას უდიდეს პატივს ვცემ!'' -

პრემიერლიგის ყველა დროის 5 საუკეთესო გარემარბი კულუშევსკის აზრით:

  1. ედენ აზარი

  2. კრიშტიანუ რონალდუ

  3. მოჰამედ სალაჰი

  4. ვილიანი

  5. გარეთ ბეილი

სხვა სტატიები